ოთარ თოიძე - თქვა, რომ არ მოელოდა ასეთი სიმძიმის მდგომარეობას, შანსები აღარ გვაქვს, მინიმალური შანსებია

თქვა, რომ არ მოელოდა ასეთი სიმძიმის მდგომარეობას, შანსები აღარ გვაქვს, - ამის შესახებ ექიმმა-ნევროლოგმა ოთარ თოიძემ უკრაინის საელჩოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მან ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელთან მარიამ ჯიშკარიანთან ერთად უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააცნო. 

თოიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარზეა.  

"ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ძალიან დაინტერესდა  დეტალურად ჩაიწერა ჩვენი პასუხები მის კითხვებზე. მან თქვა, რომ არ მოელოდა ასეთი სიმძიმის მდგომარეობას. შანსები აღარ გვაქვს, მინიმალური შანსებია. მისი შანსები ახლა დამოკიდებულია იმ შინაგან ორგანოებზე, რომელიც ჯერ კიდევ მცირედ მუშაობენ, მაგრამ ჯერ კიდევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, მძიმდება ყოველდღიურად, სადამდე მიგვიყვანს და რა ტემპით მოხდება ეს დამძიმება, ჩვენთვის უცნობია. ზოგადად,  მისი მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს სიცოცხლისთვის საშიშ  მდგომარეობად“, - განაცხადა ოთარ თოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები