გია ვოლსკი - აფხაზეთში დუმის სპიკერის ჩასვლა მეათეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილმა, პუტინმა და მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით

ოპოზიცია ხავსს ეჭიდება. ოპოზიცია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ხელში ჩაუგდო რუსეთს, ოკუპანტს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიები, არამედ სტრატეგიული ობიექტები და გაყიდა საქართველოს ინტერესები, მიჰყიდა რუსეთის ოლიგარქიას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

"ეს არის სამწუხარო რეალობა და ახლა დუმის დეპუტატი ჩავიდაო. აფხაზეთში პუტინია ნამყოფი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და უამრავი დანაშაულია ჩადენილი ამ ტერიტორიაზე. 

დუმის სპიკერის ჩასვლა მეათეხარისხოვანია იმასთან შედარებით, რაც სააკაშვილმა და პუტინმა, მედვედევმა ჩაიდინეს საქართველოსთან მიმართებით იმ პერიოდში. იმ დანაშაულს ვერ გადაფარავენ, რაც ოკუპანტი ქვეყანა სჩადის საქართველოს მიმართ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უახლესი ამბები