ნიდერლანდებმა აშშ დაამარცხა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა

დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალური ეტაპი. პირველი შეხვედრა “ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე” ნიდერლანდებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდებს შორის გაიმართა, რომელიც ევროპელთა სასარგებლოდ ანგარიშით 3:1 დასრულდა.

ნიდერლანდელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, მე-10 წუთზე მემფის დეპაიმ ანგარიში გახსნა, ხოლო ტაიმის მიწურულს დელი ბლინდმა სხვაობა ორამდე გაზარდა, ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა დენზელ დუმფრისმა გააკეთა.

მეორე ნახევარში აშშ-მა სხვაობის შემცირება შეძლო, ჰაჯი რაითმა ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, თუმცა ჰოლანდიელებმა მალევე შეძლეს კიდევ ერთი ბურთის გატანა და ამერიკელთა ოცნებებს დაღი დაასვეს, გოლის ავტორი დენზელ დუმფრისი გახლდათ და შეიძლება ითქვას, რომ ის მატჩის გმირია, მის ანგარიშზე გოლი და ორი საგოლე გადაცემაა.

ნიდერლანდელები არგენტინასა და ავსტრალიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან 1/4 ფინალში.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი