თენგიზ წულაძე - მდგომარეობა ცალსახად მძიმეა, ჩემი ბოლო ვიზიტიდან დღემდე მნიშვნელოვნად შეცვლილია

ნევროლოგი თენგიზ წულაძე სახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის წევრებთან ერთად კლინიკა „ვივამედში“ იმყოფებოდა, სადაც მათ მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.

თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა.

"მდგომარეობა ცალსახად მძიმეა, რადგან წონის მნიშვნელოვანი კლება აქვს, გაცილებით მეტი, ვიდრე დასაშვებია. თავიდან შემოსული იყო 116 კილოგრამით, ახლა არის 73.6, ჩვენ ავწონეთ. კლება საკმაოდ სერიოზულია და შეიძლება, ძალიან მძიმედ შეფასდეს ამ დროს მისი მდგომარეობა. ძალიან ძნელია საუბარი, რა არის ამის მიზეზი. ნამდვილად არსებობს ფაქტი – წონაში მნიშვნელოვანი კლება.

ჩემი ბოლო ვიზიტიდან დღემდე მნიშვნელოვნად შეცვლილია, მე როცა ვაფასებდი მას, ერთ-ერთი შკალით, 25 ქულაზე მეტი იყო, ახლა ძალიან დაბალი ქულით შეფასდა. ეს კოგნიტურ გაუარესებას ნიშნავს, ანუ მენტალური, აზროვნების ფუნქციების მნიშვნელოვან გაუარესებას. ტომოგრამაზე თითქოს, ტვინის სტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება არ არის, შეიძლება, ტომოგრამაზე არ გამოჩნდეს, რადგან შესაძლოა, ტვინის მეტაბოლუტი ენცეფალოპათია უშუალოდ არ გამოიხატოს, თუმცა იქ პატარა კერები არის. რა თქმა უნდა, კახექსია და წონაში მნიშვნელოვანი კლება სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია. მკურნალ ექიმებთან არ მისაუბრია, თუმცა ისტორიაში ჩანაწერი ვნახე და ვფიქრობ, ისინიც ეთანხმებიან, რასაც ჩვენ ვამბობთ. ერთ-ერთი ავტორიტეტული და კარგი კლინიკაა, ჩვენი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ფაქტები მეტყველებს, რომ პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში უარესდება“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები