თენგიზ წულაძე - კახექსიის მეოთხე დონე გულისხმობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვე შეიძლება იყოს

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა ექიმების ჯგუფმა  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა გაასაჯაროვა.

დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს მეოთხე ხარისხის კახექსია აქვს, რასაც შესაძლოა, მძიმე შედეგი მოჰყვეს. 

"კახექსიის დროს ხდება ნივთიერებათა ცვლის კიდევ უფრო აჩქარება და მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება არის მოსალოდნელი. ის ახლა შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიით, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს. 

კახექსიის მეოთხე დონე გულისხმობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვე შეიძლება იყოს“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში „ძირეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული". 

თენგიზ წულაძემ ასევე განმარტა, რომ პაციენტს სუიციდური ქცევა კი არ აქვს, არამედ საკვებს ვერ იღებს.

როგორც  სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი აცხადებს, ამის საწინააღმდეგო ჩანაწერი პაციენტის ისტორიაში არ უნახავთ. 

"ვერ იღებს საკვებს - ამას ჰქვია ანორექსია, გულის არევა და სხვა პრობლემები, თუნდაც ფსიქოლოგიური პრობლემები, მაგრამ არ იღებს საკვებს - წინასწარ განზრახულს ჰქვია შიმშილობა ან სუიციდური ქცევა, სუიციდური ქცევა ჰქვია თვითმკვლელის ქცევას. მე ვფიქრობ, რომ ვერ იღებს ის საკვებს, ჩემი გასინჯვით არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის შიმშილობს ან სუიციდური ქცევა აქვს.

თუ პაციენტი წინასწარგანზრახვით არ იღებს საკვებს, მას ჰქვია ორი რამ, ან შიმშილობა ან სუიციდური ქცევა, სუიციდური ქცევა კლინიკის პასუხისმგებლობაა, ხოლო შიმშილობა პაციენტის, რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ ერთიც და მეორეც ისტორიაში უნდა ეწეროს, ეს ჩანაწერი ჩვენ ვერ ვნახეთ“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ.

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ კი არა, არ ჭამს და თუ ასე გაგრძელდება,  ზონდით კვებაზე გადავლენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები