ეკა გიგაური - ერთადერთი მიზნის გარშემო გაერთიანება და ფოკუსის გასწორება გვჭირდება, გარედან არავინ დაგვეხმარება თუ ჩვენ არ მოვინდომეთ!

ჩვენ უნდა მოვინდომოთ ევროპა, იმათ რომ მოინდომონ ჩვენი მიღება!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" დირექტორი ეკა გიგაური წერს.

მისი თქმით, "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის დასაცავად ყველაფერს გააკეთებს, მათ შორის არ მოერიდებიან ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმასაც.

"ასეთი პირდაპირი ჩანაწერი ივანიშვილის დასანქცირებასა და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის, შეფერხებულ რეფორმებზე, მის პასუხიმგებლობაზე ჯერ არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ყოფილა. ცხადია, მის ბიზნესს საქმიანობაზე მსგავსი ჩანაწერი გავლენას მოახდენს. ცხადია, მმართველი პარტია მის დაცვას შეეცდება, მათ შორის, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დაზიანების ხარჯზე. ამ გზაზე არ მოერიდებიან ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმასაც. ამ დროს ჩვენ რას ვშვებით? აი, ის ხალხი 80% რომ ვართ და ევროპას რომ ვუჭერთ მხარს? დღეს რომ ფრუსტრირებულები ვართ და ვფიქრობთ არაფერს აზრი არ აქვს? სინამდვილეში კი ყველაფერს აქვს აზრი! ერთადერთი მიზნის გარშემო გაერთიანება და ფოკუსის გასწორება გვჭირდება! გარედან არავინ დაგვეხმარება თუ ჩვენ არ მოვინდომეთ! ჩვენ უნდა მოვინდომოთ ევროპა, იმათ რომ მოინდომონ ჩვენი მიღება! ვიფიქროთ ამაზე!", - წერს გიგაური.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები