NYT - აშშ ცდილობდა, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მკვლელობა აღეკვეთა

ამერიკის შეერთებული შტატები შეეცადა აღეკვეთა უკრაინელი სამხედროების მცდელობა, გაენადგურებინათ რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, როდესაც ის საბრძოლო ზონაში ჩავიდა, - ამის შესახებ The New York Times წერს.

გამოცემის ცნობით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა შეიტყვეს, რომ გერასიმოვი უკრაინაში ჩასვლას გეგმავდა, მაგრამ ეს ინფორმაცია უკრაინელებისთვის არ გაუზიარებიათ. მათ ეშინოდათ, რომ მისი სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას შესაძლოა, გამოეწვია ომის დაწყება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის.

როგორც The New York Times აღნიშნავს, ამის მიუხედავად, უკრაინულმა მხარემ შეიტყო რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსის ჩასვლის შესახებ, რის შემდეგაც ვაშინგტონმა სთხოვა უკრაინას, თავდასხმა შეჩერებულიყო.

”ჩვენ ვუთხარით მათ, რომ ეს არ გააკეთონ”, - აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

"შეტყობინება ძალიან გვიან მივიდა, უკრაინელმა სამხედროებმა ამერიკელებს უთხრეს, რომ მათ უკვე დაიწყეს შეტევა გენერლის პოზიციაზე. დარტყმის დროს ათობით რუსი დაიღუპა, - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა", - წერს გამოცემა.

28 აპრილს არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერასიმოვი იზიუმში (ხარკოვის ოლქი) იმყოფებოდა. იქ მას თითქოს სურდა, რომ პირადად ემართა ოკუპანტების შეტევა.

მაშინ უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ „უკრაინის შეიარაღებული ძალებმა დარტმა მიაყენეს რუსული ჯარების სარდლობის საველე შტაბს იზიუმთან, როდესაც იქ იმყოფებოდა გერასიმოვი და ის დაშავდა“.