გერაშჩენკო - იზიუმში, გერასიმოვის შტაბ-ბინასთან ძლიერი აფეთქება მოხდა

კვირას, 1 მაისს, იზიუმში აფეთქება მოხდა, ინციდენტი მოხდა იმ ადგილას, სადაც მდებარეობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის შტაბი, რომელიც ახლახან ჩავიდა რეგიონში, რათა პირადად ემართა შეტევა იზიუმის მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.

"ერთი საათის წინ ძალიან ძლიერად დაარტყმა იყო იზიუმში, მე-2 საოკუპაციო არმიის შტაბ-ბინის მახლობლად“, - წერს გერაშჩენკო.

გერაშჩენკოს თქმით, სწორედ ამ ადგილას მდებარეობს რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის შტაბი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გამოცემა ArmyINFORM-ის კორესპონდენტი ალექსანდრ შულმანი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი დაჭრილია. გერასიმოვის დაჭრის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ოფიციალურ უწყებებს არ დაუდასტურებიათ. 

წინასწარი ინფორმაციით, 66 წლის გერასიმოვი სასიკვდილოდ არ დაჭრილა, მასთან ერთად სამეთაურო პუნქტში მყოფი 20-მდე ოფიცერი კი უკრაინის შეიარაღებული ძალების ზუსტი დარტყმის შედეგად განადგურებულია.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი იზიუმში რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები