უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მელიტოპოლის მახლობლად ოკუპანტების სამხედრო ბაზა გაანადგურეს

17 დეკემბერს უკრაინელმა ჯარისკაცებმა მელიტოპოლის რაიონის სოფელ ტროიცკოესთან რუსი ოკუპანტების ბაზა გაანადგურეს.

როგორც ადგილობრივი გამოცემა "რია მელიტოპოლი" თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, უკრაინულმა არტილერიამ დაარტყა სამხედრო ბაზას, სადაც ოკუპანტებს ჯავშანტექნიკა და საავტომობილო ტექნიკა, ასევე პირადი შემადგენლობა ჰყავდათ განლაგებული.

"ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, ტროიცკისთან დილა ჯოჯოხეთური იყო. რაშისტები, რომლებმაც გადარჩენა მოახერხეს, სოფელში გაიქცნენ. ტალახში ამოსვრილები ყვიროდნენ: "ყველაფერი ცეცხლშია!", აფეთქებები კიდევ ორი ​​საათის განმავლობაში გაგრძელდა", - წერს გამოცემა.

მედიის ინფორმაციით, სადაზვერვო დანაყოფებმა მტრის ჯგუფის ადგილმდებარეობის კოორდინატები რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს. მათი თვალთვალისა და მონაცემების დამუშავების შემდეგ არტილერიამ წარმატებული ოპერაცია ჩაატარა.

ოკუპანტებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა ზუსტდება. უკრაინის გენერალურ შტაბს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?21" data-telegram-post="riamelitopol/78034" data-width="100%"></script>