უკრაინელმა სამხედროებმა მელიტოპოლში ოკუპანტების სამხედრო ბაზა გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მელიტოპოლში დამპყრობლების ოთხი სამხედრო ბაზიდან ერთი გაანადგურეს, მტერზე 30-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა, - ამის შესახებ ქალაქის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა.

"დღეს ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მელიტოპოლში რაშისტების 4 სამხედრო ბაზიდან ერთ-ერთი მწყობრიდან გამოიყვანეს. მათ 30-ზე მეტი დარტყმა მიაყენეს რუსეთის სამხედრო ბაზას", - განაცხადა ფედოროვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოსალოდნელია მელიტოპოლის მოსახლეობის დიდი ნაკადის ევაკუაცია.

"ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ იმ ადამიანების განთავსებაში, რომლებსაც სურთ ზაპოროჟიეში გამგზავრება“, - აღნიშნა მერმა.

ასევე, მისივე თქმით, გუშინ, წინააღმდეგობის ძალების წყალობით, დამპყრობლების ჯავშანტექნიკა საბრძოლო მასალით რელსებიდან გადავიდა.

"ახლა ოკუპანტები ცდილობენ მოახდინონ პროვოკაციები, რომ მოხდა მშვიდობიანი ტერიტორიების დაბომბვა, დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა ურბანული ინფრასტრუქტურა. ეს არ მომხდარა!", - აცხადებს ფედოროვი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები