წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა 2022 წლის ანგარიში წარადგინა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ დღეს 2022 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა, რაც მრავალმხრივი საქმიანობისა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას ისახავდა მიზნად. 

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამოიკვეთა პრიორიტეტები, რომელთა გათვალისწინებით განხორციელდა საჭირო ცვლილებები. აღინიშნა, რომ წყალტუბოს ეკონომიკური და სოციალური კუთხით გაძლიერებისათვის არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მომავალ წელსაც გაგრძელდება, დაემატება ახალი სოციალური პროგრამები, რაც საკურორტო და ტურისტული პოტენციალის ეფექტურად გამოყენების საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ წარმატებული წყალტუბოელი სტუდენტები და სპორტსმენები. აღინიშნა, რომ მათი როლი უმნიშვნელოვანესია ქალაქისა და ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში.

ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ქალაქ წყალტუბოსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები