DMO იმერეთის ორგანიზებით ქუთაისში სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება

DMO იმერეთის ორგანიზებით ქუთაისში სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დაიწყება.

"სადღესასწაულო დღეების ფარგლებში DMO იმერეთი ორგანიზებას უწევს მისთვის და ჩვენი ქალაქისთვის უკვე ტრადიციულად ქცეულ ღონისძიებებს. 

DMO, როგორც იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია, მთავარ ფოკუსირებას ახდენს ქალაქში ჩამოსული ვიზიტორებისათვის ჩვენი კულტურული ტრადიციების შეთავაზებასა და აქცენტირებაზე. 

ქუთაისს ხომ  ტოლერანტობის დიდი ისტორია გააჩნია. აქ, ადგილობრივ მართლმადიდებელ მოსახლეობასთან ერთად  ისტორიას ქმნიდნენ კათოლიკე ქრისტიანი ქუთაისელები. შესაბამისად, ჩვენი თანაქალაქელი კათოლიკეებისა და იმ ადამიანებისთვის, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს ქრისტეშობას, საახალწლო დღესასწაულების აღნიშვნას 25 დეკემბრიდან ვიწყებთ.  ღონისძიება ქუთაისის ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვის კათოლიკური მრევლის მსვლელობის შემდეგ 18:00 სთ-ზე გაიმართება ოქროს ჩარდახში, სადაც სტუმრებს დახვდებათ ტკბილეული, ქართული ჩაროზი, ცხელი შოკოლადი და  გლინტვეინი. საზეიმო განწყობისთვის  სიმღერა და ვიოლინო ყველასათვის საყვარელი მსახიობის ლელა ლომთაძის შესრულებით.

ასევე, 29-30-31 დეკემბერს  12:00 საათიდან ქუთაისში,  ვერიკოს ბაღში, გაიმართება ხელნაკეთისა და ხალხური რეწვის იმერელ ოსტატთა მასშტაბური სამდღიანი გამოფენა-ბაზრობა. ასამდე ოსტატი სამი დღის განმავლობაში შეენაცვლება ერთმანეთს და  წარმოადგენენ თექის, ბატიკის, ტიხრული მინანქრის, სამკაულების, უზარელის, ნაქსოვისა და ნაქარგის, ღვინისა, გასტრონომიის, კოსმეტიკისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს.

გამოფენის პარალელურად, 29-30 დეკემბერს 13:00 საათიდან თეთრი ხიდისა და ვერიკოს ბაღის მიმდებარედ კონცერტებს გამართავენ ჯგუფები „თაიმი“ და „ქორალი“.

6 იანვარს, მართლმადიდებლური შობის აღსანიშნავად, უკვე ტრადიციად ქცეული ალილო, ქუთაისის გასტრონომიული ობიექტების მიერ საშობაო დელიკატესების გამოფენა-გაყიდვა და პირველად ღია სივრცეში, ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის დიდი კონცერტი ცენტრალურ მოედანზე (უამინდობის შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს კონცერტის თარიღის შეცვლა)", - აცხადებენ DMO იმერეთში.

უახლესი ამბები