ლადო აფხაზავა - სადარბაზოსთან გააჩერეს, გინებები დამიწყეს, 3 ადამიანი მოგვდევდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა აცხადებს, რომ კორპუსის სადარბაზოსთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"საღამოს შვიდ საათზე მე და ჩემმა ბიჭმა გადავწყვიტეთ, სოფელში ჩემს დასთან წავსულიყავით. სადარბაზოდან რომ ჩამოვედით, ეზოში მანქანა შემოვიდა, სადარბაზოსთან გააჩერეს, გინებები დამიწყეს, შე ნაციონალო, პოლიტიკური კუთხით. არ მინდოდა პასუხი გამეცა, მაგრამ საბარგულიდან ამოიღეს კომბალივით დიდი ხის ჯოხები. პირველი, რაც მოვახერხე, არასოდეს ადამიანისთვის ხელი არ დამირტყამს  და ცოტა ნასვამები იყვნენ, ხელი არ დამერტყა, და ეს დიდი ხე, კომბალი თუ რაღაც, ბეისბოლის ჯოხებივით, წავართვი და, ცუდი რაც ვქენი, ისევ საბარგულში ჩავუდე. წავედით, გზა გავაგრძელეთ, თუმცა ეს ბეისბოლის ჯოხები ამოიღეს... თუ მანამდე 2 დაგვესხა თავს, უკვე 3 ადამიანი მოგვდევდა. რაც მოვახერხე, ვიდეოს გადაღებაა", - განაცხადა აფხაზავამ.

მისივე თქმით, თავდამსხმელები ლანჩხუთელები არიან, მის უბანში მცხოვრები ადამიანები.

"ჩემთვის დაერტყათ, არანაირი პრობლემა არ იყო. მე მყავს სახლში ლევანი, რომელმაც მცირე საოჯახო სახლი რომ დატოვა, მან გადაწყვიტა, ჩემთან ცხოვრება. მედიკამენტებზეა, ემოციური ბავშვია, წამლებს ვასმევთ. ჩემ ბიჭსაც დაარტყა ხელი... ლევანი რომ წაიქცეოდა, იმაზეც ცუდად ვხდებოდი და ხელს რომ ურტყამდა", - განაცხადა აფხაზავამ "მთავართან".

ლადო აფხაზავა ცოტა ხნის წინ პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფებოდა. 