ფაშინიანი - ვახტანგ კიკაბიძის მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება იმ კულტურის ისტორიაში, რომელიც სომეხი და ქართველი ერების მეგობრობის სიმბოლოა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

ფაშინიანი სამძიმრის წერილს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე აგზავნის.

"თქვენო აღმატებულებავ, ღრმა ტკივილით შევიტყვე ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობარ ქართველ ერს. 

ვახტანგ კიკაბიძის მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება იმ კულტურის ისტორიაში, რომელიც სომეხი და ქართველი ერების მეგობრობის სიმბოლოა“, - წერს ფაშინიანი.

მომღერალი, მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები