ფაშინიანი - სომხეთმა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში" მონაწილეობა შეაჩერა

სომხეთმა "გაყინა" მონაწილეობა "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში", სადაც რუსეთი დომინანტურ როლს ასრულებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

"ჩვენი აზრით, სომხეთის მიმართ "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება“ არ განხორციელებულა, განსაკუთრებით, 2021-2022 წლებში. ეს არ შეიძლება, ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩეს. ჩვენ გავყინეთ მონაწილეობა ამ ხელშეკრულებაში. ვნახოთ, რა იქნება შემდეგ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთში რუსული სამხედრო ბაზის დახურვის საკითხი "დღის წესრიგში არ დგას".

ფაშინიანმა ასევე გააკრიტიკა რუსეთის ხელისუფლება და თქვა, რომ რამდენიმე თვის წინ მოსკოვმა "ღია მოუწოდა სომეხ მოსახლეობას ხელისუფლების დამხობისკენ". მას მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ რუსული პროპაგანდა არ იკლებს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები