იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა გარდაიცვალა

95 წლის ასაკში იტალიელი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ANSA ავრცელებს.

გასული წლის სექტემბერში მსახიობი კლინიკაში აღმოჩნდა სახლში დაცემის შემდეგ, რამაც ბარძაყის ძვლის მოტეხილობა გამოიწვია, რისთვისაც მას ოპერაცია გაუკეთეს.

1950-იან და 1960-იან წლებში ჯინა ლოლობრიჯიდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი იყო. მიიჩნევა 1950-იანი წლების სექს-სიმბოლოდ.

ბოლო წლებში მან თავი ფოტოგრაფიას და ხატვას მიუძღვნა. მსახიობი ამბობდა, რომ სკულპტურების დამზადებით და ხატვით, ბევრად დიდი სიამოვნებას იღებდა.

ჯინა ლოლობრიჯიდა ოქროს გლობუსის ჯილდოზე ნომინირებული იყო სამჯერ, საიდანაც ერთი მოიგო. 

უახლესი ამბები