მსახიობი კრისტიან ოლივერი ორ შვილთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა

გერმანელი მსახიობი კრისტიან ოლივერი ორ შვილთან ერთად ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, მსახიობის კერძო თვითმფრინავი კარიბის ზღვაში, სენტ-ვინსენტისა და გრენადინების სანაპიროსთან ჩამოვარდა, რის შედეგად პილოტი და სამივე მგზავრი - კრისტიან ოლივერი და მისი 10 და 12 წლის ქალიშვილები დაიღუპნენ.

პოლიციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავს პრობლემები აფრენიდან მალევე შეექმნა, თუმცა ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

ოლივერი 1990-იან წლებში გერმანულ სერიალებსა და ფილმებში თამაშობდა. 2002-2004 წლებში სამშობლოში პოპულარობა მოუტანა სერიალ Cobra 11-ში შესრულებულმა როლმა, მოგვიანებით კარიერა აშშ-ში გააგრძელა.

სხვადასხვა დროს ოლივერს შესრულებული აქვს როლები ფილმებსა და სერიალებში The Good German, Speed Racer, Valkyrie, The Three Musketeers, Sense8, Indiana Jones 5.

უახლესი ამბები