სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავა

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დაწყების წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურ ხელისუფლებას ევროკავშირის ცხელი ხაზის მეშვეობით მიეწოდა.

მისივე ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში ამ დროისთვის საქართველოს შვიდი მოქალაქე იმყოფება.

როგორც ანთაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას განიხილავენ და გასულ წელს შეაჯამებენ.

ანთაძის თქმით, გასულ წელს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაციის 70-მდე ფაქტი დაფიქსირდა.