ფილარმონიაში ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლის, კინომსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან უამრავი ხალხია შეკრებილი, რომლებიც ბუბა კიკაბიძეს ემშვიდობებიან.

ვახტანგ კიკაბიძეს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და საკუთარი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.

დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისში ჩამოვიდნენ აზერბაიჯანული, სომხური და უკრაინული დელეგაციები, მათ შორს უკრაინის კულტურის მინისტრიც, რომელიც დაკრძალვის ცერემონიაზე პრეზიდენტ ზელენსკის სამძიმრის წერილს წაიკითხავს.

მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები