რატი ამაღლობელი - მთელ ქვეყანას ართმევენ მომავალს, პერსპექტივას და რასაც ჰპირდებიან, ეს იზოლაცია და რეპრესიებია

ჩვენ გვართმევენ ქვეყანას. მთელ ქვეყანას ართმევენ მომავალს, პერსპექტივას და რასაც ჰპირდებიან, ეს იზოლაცია და რეპრესიებია, - ამის შესახებ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.

მისი თქმით, მომიტინგეები დაღლას არ აპირებენ.

"ჩვენ გვინდა, ჩვენი ხმა და პროტესტი გავაგონოთ სამთავრობო კვარტალს, რომელიც ყველაზე მეტად არის დაცული. ყველა მანიპულაციას მიმართავენ იმისთვის, რომ გაიპარონ. მიიღეს ისეთი კანონი მეორე მოსმენით, რომ დასჭირდათ უპრეცედენტო რაოდენობა პოლიციისა, რათა დაეცვათ ეს 83 საქართველოს წინააღმდეგ ხმის მიმცემი და გაეპარებინათ. 

ჩვენ დავდივართ ისეთ ადგილებში, სადაც მათ უკვე უჭირთ გადაადგილება და ეს ასე გაგრძელდება. ჩვენ არ ვაპირებთ დაღლას, რადგან ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს. ჩვენ გვართმევენ ქვეყანას. მთელ ქვეყანას ართმევენ მომავალს, პერსპექტივას და რასაც ჰპირდებიან ამ ქვეყანას ეს იზოლაცია და რეპრესიებია", - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

უახლესი ამბები