კახა კალაძე - მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ საქართველო ომში ვერ ჩაერთვება

ძალიან განვიცდით რაც ხდება უკრაინაში, ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ საქართველო ომში ვერ ჩაერთვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

"ჩვენ ამასთან დაკავშირებით პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირი იყო მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო, არაერთი განცხადება მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ჩვენ, როგორ უნდა გვესიამოვნოს ის, რაც ხდება უკრაინაში, კატასტროფა ხდება ხომ, ომი და უბედურება მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალება, ინგრევა ქალაქები, ინგრევა სოფლები, კატასტროფა ხდება, ძალიან უმძიმესია და ძალიან განვიცდით რაც ხდება უკრაინაში, შესაბამისად, ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინელებს, უკრაინელ ხალხს და გვინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და ვუსურვებთ მათ მშვიდობას, მაგრამ საქართველო ომში ვერ ჩაერთვება, ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 30 ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნეს და ეს მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. კასიანოვმა ასევე ისაუბრა საველე ჰოსპიტლებზე და ჯავშანმანქანა დიდგორზე“, რომელიც ჰუმანიტარული მიზნით სჭირდებათ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები