ზელენსკი - დრო რჩება რუსეთის იარაღად, ჩვენ უნდა ვიჩქაროთ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამშტაინის შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და იარაღის მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა.

ვიდეო მიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ერების განადგურებას ცდილობს და ეს ომი გადაწყვეტს "როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ“.

მისივე თქმით, "კრემლმა უნდა წააგოს“.

"თქვენ ხართ ძლიერი ხალხი ძლიერი ქვეყნებიდან. მე მოგიწოდებთ მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება წაართვან რუსეთის ბოროტებას ნებისმიერი ძალა... გამარჯვება თქვენს ხელშია. დრო რჩება რუსეთის იარაღად. ჩვენ უნდა ვიჩქაროთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

მან შეხვედრის მონაწილეებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა ტანკებს ელოდება.

მსგავსი სიახლეები