კელი დეგნანი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ ასეთი საკითხები განხილული იქნას არა საჯაროდ, არამედ პირადად

ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოსაც და უკრაინასაც, რომ მნიშვნელოვანი საკითხები პირადად განიხილონ და არა საჯაროდ, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას.

"ჩვენ მოვუწოდებდით და მოვუწოდებთ საქართველოს და ასევე უკრაინის მთავრობას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ პირადად და არა საჯაროდ. მოგეხსენებათ, ყველას ძალიან სენსიტიური და მგრძნობიარე დრო აქვს, ვხედავთ, რუსეთს გაჩაღებული აქვს ომი უკრაინის წინააღმდეგ და ცდილობს, წაართვას მას სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და კარგად გვესმის, ხალხის მდგომარეობა, რომელიც მუდმივ სტრესშია. როდესაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში, აშშ-მა სთხოვა თავის პარტნიორებს და მოკავშირეებს, რითაც შეეძლოთ, რაც მათთვის მოსახერხებელი იქნებოდა ისეთი დახმარება გაეწიათ უკრაინისთვის. საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის ჰუმანიტარული კუთხით, ასევე საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის მხარდაჭერის გამოცხადებით, ასე რომ, თითოეულ ქვეყანას თავად უნდა გადაეწყვიტა და განესაზღვრა, თუ რა არის მათთვის მისაღები და მოსახერხებელი, რომ იმ კონკრეტულ სიტუაციაში დახმარებოდნენ უკრაინას. 

ყველას კარგად გვესმის საქართველოს ძალიან სენსიტიური მდგომარეობა, როდესაც რუსეთს ოკუპირებული აქვს ქვეყნის ტერიტორიის 20% და ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, რომ ასეთი საკითხები განხილული იქნას არა საჯაროდ, არამედ პირადად", - განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები