კრემლი მსოფლიოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო "საშინელი ომით" ემუქრება

უკრაინაში შეტევითი იარაღის მიწოდება "გლობალურ კატასტროფას“ გამოიწვევს. აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო დახმარების შესახებ სავარაუდოდ, "მიიყვანს მსოფლიოს საშინელ ომამდე" და "სრულიად განსხვავებულ სამხედრო ოპერაციებამდე", - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

"თუ ვაშინგტონი და ნატო-ს ქვეყნები მიაწოდებენ უკრაინას იარაღს, რომელსაც კიევი მშვიდობიან ქალაქებზე შეტევითი დარტყმებისთვის და ჩვენი ტერიტორიების დაკავებისთვის გამოიყენებს, როგორც ისინი იმუქრებიან, ეს მიგვიყვანს საპასუხო ზომებამდე უფრო მძლავრი იარაღის გამოყენებით“, – წერს ვოლოდინი.

მისი აზრით, ვაშინგტონისა და ბრიუსელის გადაწყვეტილებები "მსოფლიოს საშინელ ომამდე" და "სრულიად განსხვავებულ სამხედრო ოპერაციებამდე“ მიიყვანს.

"რუსული იარაღის ტექნოლოგიური უპირატესობის გათვალისწინებით, უცხოელმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, უნდა გაიგონ, რომ ეს შეიძლება დასრულდეს გლობალური ტრაგედიით, რომელიც გაანადგურებს მათ ქვეყნებს“, - განაცხადა ვოლოდინმა.

უახლესი ამბები