ანა მალიარი - რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებები შიდა პროპაგანდაზეა გათვლილი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს განცხადება იმის შესახებ, რომ აპირებს დაბლოკოს მარიუპოლის დამცველი „აზოვის“ მებრძოლების გაცვლა, შიდა პროპაგანდაზეა გათვლილი, მოლაპარაკებების პროცესი ამ დრომდე გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

"რაც შეეხება სახელმწიფო სათათბიროს, ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომელიც განკუთვნილია რუსეთის ფედერაციის შიდა პროპაგანდისა და შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის. ჩვენი მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკების პროცესი გრძელდება და თავად სამაშველო ოპერაციაც გრძელდება“, - განაცხადა მალიარმა.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა დღეს განაცხადა, რომ „ნაცისტი დამნაშავეები გაცვლას არ უნდა დაექვემდებარონ და სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ“. მან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებს შესაბამისი საპროტოკოლო ბრძანების მომზადება დაავალა.

მარიუპოლის დამცველთა გადარჩენის ოპერაცია გრძელდება. შეთანხმებების თანახმად, დაჭრილი ჯარისკაცები ოკუპირებულ ნოვოაზოვსკსა და ოლენოვკაში გადაიყვანეს. გუშინ 260 ჯარისკაცის ევაკუაცია განხორციელდა. სავარაუდოდ, ისინი პატიმართა გაცვლის ფარგლებში გათავისუფლდებიან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები