ზელენსკი - ფართომასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ პუტინი ჩემთვის არავინ არ არის

თუ ჩვენ ვერ გავუძლებთ, უკრაინას შემდეგ იქნება სხვა ნაბიჯები, იქნება სხვა ქვეყნები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები, ასე იყო უკრაინის შეჭრამდე და ასე გადაწყვიტა პუტინმა. 

"მას არ სურს მოლაპარაკებები, რადგან არ სურს მშვიდობა. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მისთვის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ის დიდ ომს აწარმოებს. ხოლო ის, რომ უკრაინას ახლა მთელი მსოფლიოს ეხმარება, ამაზე არ ფიქრობს.

თუ ჩვენ ვერ გავუძლებთ, უკრაინას შემდეგ იქნება სხვა ნაბიჯები, იქნება სხვა ქვეყნები. ვფიქრობ, რომ გავუმკლავდებით, მივიღებთ მხარდაჭერას და გავიმარჯვებთ. 

ჩემთვის არაა საინტერესო შეხვედრები, არაა საინტერესო საუბრები. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მასთან ნორმანდიულ ფორმატში. ის ფართომასშტაბიან ომამდე იყო. მე ვხედავდი ადამიანს, რომელიც ერთს ამბობდა და სულ სხვა რამეს აკეთებდა. ვერ ვიგებ - ეს მისი გადაწყვეტილებაა თუ ვინმე სხვის? ამიტომ, შეხვედრები, ხელის ჩამორთმევები? არაა საინტერესო. საუბრები? საერთოდ ვერ ვხვდები ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. ვინ არის პუტინი ახლა? ფართომასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ პუტინი ჩემთვის არავინ არაა", - განაცხადა ზელენსკიმ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები