კელი დეგნანი - ჩემი მთავრობა შეშფოთებულია აღნიშნული საკითხით

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.

"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან საქმე ეხება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ეს არის მთავრობის და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, რომ უზრუნველყოს მისი სამედიცინო მეთვალყურეობა მისი უფლებების დაცვა. 

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ასევე სახალხო დამცველის შეფასებებს ამ საკითხთან დაკავშირებით და შეშფოთებული ვართ, ასევე ჩემი მთავრობა არის შეშფოთებული აღნიშნული საკითხით. მათ შორის, როდესაც სამედიცინო ექსპერტები საუბრობენ, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა და შეიძლება ვერ იღებდეს საჭირო მკურნალობას, რაც მისთვის აუცილებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია სახელმწიფომ დაიცვას სააკაშვილის უფლებები", - განაცხადა კელი დეგნანმა "აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები