ბრიტანელი ექსპერტი - მკურნალობას ვერ ექნება ეფექტურობა, თუ სააკაშვილი იქნება იმ გარემოში, სადაც ის არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ

ბრიტანელი ექსპერტის, ფსიქიატრის კორნელიუს კატონის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დაუზუსტებელი დემენცია.

როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე დისტანციური გამოკითხვისას განაცხადა, მკურნალობა ვერ იქნება ეფექტური, თუ მიხეილ სააკაშვილი იქნება გარემოში, სადაც ვერ გრძნობს თავს უსაფრთხოდ.

"ფსიქოლოგიურ მკურნალობას ვერ ექნება ეფექტურობა, თუ სააკაშვილი იქნება იმ გარემოში, სადაც ის არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ და გრძნობს საშიშროების არსებობას. სააკაშვილს აქვს დემენცია და ეს დებულება ასევე არის სრულ თანხმობაში დოქტორ გოლდსმიტის დასკვნებთან. მე ასევე მესმის, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით, განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც გააჩნიათ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში. მისი პატიმრობა არის ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ მისი პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დემენცია იქნეს ადეკვატურად ნამკურნალევი. მე 12.5 პუნქტში ვეთანხმები დოქტორ ლაჰანსა და გოლდსმიტს, რომ სააკაშვილის მკურნალობა უნდა მოხდეს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, ისეთ ქვეყანაში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ იგრძნობს", - განაცხადა ექსპერტმა.

მსგავსი სიახლეები