პეტრე ცისკარიშვილი - ლევანის მხრიდან იქნება თანამშრომლობისა და მეგობრობის ხელი გაწვდილი ყველას მიმართ

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მეორე ტური საჭირო არ გახდება, იქიდან გამომდინარე, რომ ლევანი დამაჯერებლად გაიმარჯვებს პირველივე ტურში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

"50%-ზე მეტს თუ იღებს მეორე ტური საჭირო აღარ არის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ლევანი 60%-ზე მეტსაც აიღებს იმ წინასწარი მონაცემებიდან, რომელსაც ჩვენ ვფლობთ ჩვენი მხარდამჭერებისგან.

მეორე დღეს ყველაფერი იწყება თანამშრომლობით, მეგობრობით, გამარჯვებულის მხრიდან ხელის გაწვდით. ცხადია, დამარცხებული მიულოცავს, ამ შემთხვევაში, ლევან ხაბეიშვილს, რომელიც გაცილებით მეტ ხმას მოიპოვებს, მაგრამ ლევანის მხრიდან იქნება თანამშრომლობისა და მეგობრობის ხელი გაწვდილი ყველას მიმართ, ვინც იყო ამ საარჩევნო კამპანიაში ჩართული ნებისმიერი შტაბიდან.

იმდენი ხალხი, იმდენი მძიმეწონიანი ფიგურაა, უბრალოდ, სახელებსა და გვარებს არ დავასახელებ, რადგან წინასწარ მათთან კონსულტაციები არ გაგვიმართავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი მათგანი, ვისაც ვგულისხმობ, მოისურვებს, ჩაერთოს, დაუბრუნდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება ერთ-ერთი ნიშანმდევია "ნაციონალური მოძრაობისა“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები