პეტრე ცისკარიშვილი - სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს

სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს - სავიზო შეზღუდვები დაედოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე  - ეს არის ფინანსური სანქციები, რომელიც თავისთავად მოიაზრებს ქონებრივ ყადაღას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ქვეყნისთვის სანქციებზე მნიშვნელოვანი 26 ოქტომბრის არჩევნებია.

"სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს, პირველი - სავიზო შეზღუდვები დაედოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე კიდევ უფრო მწვავე - ეს არის ფინანსური სანქციები, რომელიც თავისთავად მოიაზრებს ქონებრივ ყადაღას და მათი აქტივების დაყადაღებას, ბიძინა ივანიშვილისა და "ოცნების" სხვა მაღალჩინოსნების.

მაგრამ ჩვენთვის, ქართველებისთვის, ქართული სახელმწიფოსთვის მთელი ამ სანქციების ისტორიაში სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანია და ეს არის ოქტომბრის არჩევნები - ჩვენ გვინდა თუ არა საქართველომ იცხოვროს ისეთი ხელისუფლების, ისეთი მთავრობის პირობებში, რომელიც სანქცირებულია დასავლეთის მხრიდან, რომელიც სანქციების ქვეშ არის შეერთებული შტატების მხრიდან, გვინდა თუ არა ასეთი მთავრობა გვყავდეს?

ჩვენი გასაკეთებელი 26 ოქტომბერს იქნება დიდი, მნიშვნელოვანი ცვლილება, იმისათვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეს ამ რუსული მარწუხებისგან, "ქართული ოცნებისგან" და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან და ძალიან მკაფიოდ აიღოს გეზი დასავლეთისკენ, ევროინტეგრაციისკენ და გააღრმაოს სტრატეგიული ურთიერთობა და პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები