შოლცი - გერმანია რუსეთთან აღარ თანამშრომლობს და ახალ რეალობას სწრაფად მოერგო

გერმანია აღარ თანამშრომლობს რუსეთის ფედერაციასთან და შეძლო სწრაფად მოერგოს ახალ რეალობას, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

"2022 წლის 24 თებერვალს ჩვენ ეპოქის ცვლილების წინაშე აღმოვჩნდით და გერმანია სწრაფად შეეგუა ამ ახალ რეალობას. რეალობას, სადაც ჩვენ აღარ ვთანამშრომლობთ რუსეთთან“, - განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს ლათინურ ამერიკაში გამგზავრების წინ.

გერმანიის კანცლერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე. მისი თქმით, ქვეყანამ რამდენიმე თვეში შეძლო ენერგეტიკის სექტორის გარდაქმნა, თუმცა ეკონომიკის ცალმხრივი დამოკიდებულების შესამცირებლად მუშაობას განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები