ანა წითლიძე - არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვის მისცა ხმა, ერთიანობა არის მთავარი

ამომრჩეველმა გადაწყვიტა ასე და კეთილი ინებეთ, პატივი ეცით, ნიშნისმოგებების გარეშე, - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანა წითლიძე პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგებს.

"ახლა მთავარია პარტია დამშვიდდეს. 

არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვის მისცა ხმა, ერთიანობა არის მთავარი. არც იმას აქვს მნიშვნელობა მოგწონთ თუ არა შედეგი. 

ამომრჩეველმა გადაწყვიტა ასე და კეთილი ინებეთ, პატივი ეცით, ნიშნისმოგებების გარეშე. 

გამარჯვებულმა უნდა შეძლოს დამარცხებულისთვის ღირსეული პლატფორმის შექმნა პარტიის შიგნით. ამ პროცესში მე ვიქნები დამარცხებულის მხარეს. 

ნიკა მელია - დიდი იმედი მაქვს შენი სწორი პოზიციის, მეც და იმ ათასობით ამომრჩეველსაც, ვინც შენ მოგცა ხმა.

რეალურად ეს გამარჯვება საზეიმო კი არა უდიდესი პასუხისმგებლობა არის. 

ლევან ხაბეიშვილი - გილოცავ, წარმატებები, გამარჯვებები. უპირველესი რაც უნდა შეძლო არის ყველას გაერთიანება მიუხედავად იმისა, ვინ ვის მისცა ხმა. 

ეს გვჭირდება სწრაფად მწყობრში ჩასადგომად", - წერს წითლიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები