არძინბა - გადავწყვიტეთ უარი ეთქვას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოსვლაზე

ოკუპირებულ აფხაზეთში გადაწყვიტეს, არ მიიღონ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები, - "ეხო კავკაზას" ინფორმაციით, ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდის გადადებას უკავშირდება, რომლის ჩატარებაც 2023 წლის 21-22 თებერვალს იგეგმებოდა.

"ბოლო დროს ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თანათავმჯდომარეები ყოველგვარი ობიექტური მიზეზების და მოლაპარაკების პროცესში მონაწილეებთან შეთანხმების გარეშე იღებენ ცალმხრივ გადაწყვეტილებებს რაუნდის გაუქმების ან გადადების შესახებ. 2022 წელს დაგეგმილი ოთხი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი შედგა.

მსგავს სურათს ვხედავთ მიმდინარე წლის დასაწყისშიც, როდესაც თანათავმჯდომარეები ცალმხრივად წყვეტენ შემდეგი რაუნდის გადადების საკითხს.

იქიდან გამომდინარე, რომ თანათავმჯდომარეების ასეთი ქმედებები ანგაჟირებული ხასიათის მატარებელია, აფერხებს მოლაპარაკებების ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორმატის მუშაობას და ქმნის რეგიონში სტაბილურობისთვის დამატებით საფრთხეებს.

2023 წლის თებერვალში დაგეგმილი მოლაპარაკებების რაუნდის გაუქმების გათვალისწინებით, აფხაზურმა მხარემ გადაწყვიტა, უარი ეთქვა აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების დელეგაციისთვის, რომელიც 8-9 თებერვალს აპირებდა ვიზიტს აფხაზეთის რესპუბლიკის ოფიციალურ პირებთან შეხვედრების ჩასატარებლად", -  აცხადებს არძინბა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები