გია ვოლსკი - მძევლად აყვანილი საქართველო, ეს არის მიზანი, რომელსაც უნდათ, რომ მიაღწიონ

საერთოდ, ზელენსკის განცხადება, ისევე როგორც განცხადებები, რომელიც ევროპარლამენტარებისგან მოვისმინეთ იმას მიუთითებს, რომ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა უკრაინის მაღალჩინოსნების მონაწილეობით პრინციპში მცდელობა არ დააკლეს, რომ საქართველო აეყვანათ მძევლად, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ უკრაინის პრეზიდენტის  განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

"პრაქტიკულად, ფიგურალურად რომ ვთქვათ, საქართველო დღეს მძევლის როლში უნდათ გამოიყვანონ და ამ მძევალს გაათავისუფლებენ იმ შემთხვევაში, თუ გათავისუფლდება სააკაშვილი. ეს არის პირობა დაყენებული. მძევლად აყვანილი საქართველო, ეს არის მიზანი, რომელსაც უნდათ, რომ მიაღწიონ. 

რეალობა გვაქვს სხვა. როდესაც ადამიანი თვითდაზიანებას მიჰყვება და უკვე რეალურად გამოიკვეთა ეს სურათი, არ შეიძლება, სახელმწიფო ამაზე პასუხს აგებდეს. არის სასამართლო, რომელსაც ვერავინ მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე გააკეთოს დასკვნები. დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. არ გექნებათ სტაბილურობა, თუ არ გაათავისუფლებთ სააკაშვილს. რომ ვეუბნებით საფუძველი გვითხარით ამის, ან მექანიზმი აღგვიწერეთ, როგორ ხდება ევროპაში მაგალითად, თქვენს კონკრეტულ ქვეყანაში პატიმრის გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებით, ამაზე პასუხი არ არსებობს. საქართველოში დესტაბილიზაციით ხელისუფლების შეცვლა კვლავ არსებობს და ეს დღის წესრიგის უცვლელი პუნქტია. მეორე საკითხია სამართლებრივი თემა და მესამე საკითხია კიდევ პრეცედენტი,  შეიძლება განა ბრეივიკმა იშიმშილოს, ან კარაქის ხარისხი არ მოეწონოს, როგორც ეს უკვე მოხდა და ამის გამო ნორვეგიის სასამართლომ მისი გათავისუფლება გადაწყვიტოს? ან მსოფლიოში სად გინახავთ, რომ დამნაშავე ადამიანი გამოეშვათ იმის გამო, რომ იგი თვითდაზიანებისგან არ იკავებს თავს. ყველაზე დიდი სამარცხვინო და უტიფარი დამოკიდებულება არის ის, რომ ელემენტარულად ადამიანისთვის საჭმელიც კი არ მოაქვთ, რომ მან რაღაც კალორაჟი მიიღოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები