უკრაინის უმაღლეს რადაში სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა

უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს, - ინფორმაციას "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელი ოლენა შულიაკი ავრცელებს.

"დარეგისტრირებულია დადგენილების პროექტი უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსადმი, ევროპარლამენტისადმი, ევროპული საბჭოსადმი, ევროკომისიისადმი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისადმი, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიმართვის შესახებ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ახლა უკრაინის მოქალაქე, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე შექმნას პირობები მის ერთ-ერთ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანისთვის", - წერს შულიაკი.

დოკუმენტს 90-მა სახალხო დეპუტატმა მოაწერა ხელი

უახლესი ამბები