უკრაინელ დეპუტატებსა და თანამდებობის პირებს საზღვარგარეთ გამგზავრება შეეზღუდებათ

უკრაინელი ოფიციალური პირებისა და დეპუტატების საზღვარგარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებული სკანდალების სერიის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოგზაურობის შეზღუდვის გადაწყვეტილებას განიხილავს, - ინფორმაციას RBC-Ukraine-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, დღეს ეს საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განიხილება, რომლის თანამშრომლებიც ფიქრობენ, როგორ შეზღუდონ მგზავრობა.

ამავდროულად, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ საზღვრის გადაკვეთის წესები ღიაა.

"საზღვრის კონტროლის ღონისძიებები ტარდება მოქმედი კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად, მათ შორის საომარი მდგომარეობისთვის დადგენილი და მინისტრთა კაბინეტის №57 ბრძანებულებაში ასახული წესების შესაბამისად“, - განაცხადა  სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სპიკერმა ანდრეი დემჩენკომ.

უკრაინის უმაღლესი რადას სახალხო დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ თავის Telegram-ის არხზე განაცხადა, რომ სასაზღვრო პუნქტებში გაიგზავნა ინსტრუქცია უკრაინიდან თანამდებობის პირებისა და დეპუტატების გასვლის აკრძალვის შესახებ.

"ყველა, ვინც საზღვრის გადაკვეთას ცდილობს, ჩერდება და ელოდება პრეზიდენტის ოფისის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მან.

მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში, უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სახალხო დეპუტატი იური არისტოვი უკანონოდ წავიდა მალდივებზე და ოჯახთან ერთად 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დაისვენა. იქ ორი ადამიანის ცხოვრების ღირებულება დღეში მინიმუმ 100 ათასი გრივნაა.

ამის შემდეგ სამართალდამცველებმა სახალხო დეპუტატის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, აღმოჩენილი იქნა საზღვარგარეთის პასპორტი, რითაც დეპუტატის მალდივებზე ყოფნა დადასტურდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღეს უკრაინის უმაღლესმა რადამ არისტოვს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.

უახლესი ამბები