პაატა მანჯგალაძე - იმედს ვიტოვებთ, რომ შევძლებთ, შევქმნათ ცენტრი, რომელიც იქნება ხელისუფლების რეალური ალტერნატივა

ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ შევძლებთ, შევქმნათ ცენტრი, რომელიც იქნება ხელისუფლების რეალური ალტერნატივა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

"ზურაბ ჯაფარიძემ შეწყვიტა ფიქრი, მაგრამ "სტრატეგია აღმაშენებელს“ არ შეუწყვეტია, რომ ამ სამეულის გარდა, კიდევ მოვიზიდოთ ბევრი ადამიანი, ბევრი თანამებრძოლი იყოს ამ პროცესში. ზურა ასე ფიქრობს მთელი რიგი მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ შევძლებთ, შევქმნათ ცენტრი, რომელიც იქნება ხელისუფლების რეალური ალტერნატივა.

ძალიან მომწონს ის ადამიანები, რომლებთან ერთადაც დავიწყეთ თემატური თანამშრომლობა, მაგალითად, დავაანონსეთ 24 თებერვლის აქცია, ზეპარტიული აქცია, უკრაინის სოლიდარობის, ევროპული კურსის მხარდაჭერის, ჩვენი გმირი ბიჭების გამხნევების აქცია. აქ ვინც იყვნენ წარმოდგენილნი, ასამდე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანია, ასე ვერ დავაკონკრეტებ, შეიძლება, ვინმე გამომრჩეს, მაგრამ ამ ადამიანებს და ასეთ კარგ ადამიანებს მოვიაზრებთ პროცესში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები