შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ”112”-ის თანამშრომლები დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის თანამშრომლებს 112-ის დღე პირადად მიულოცა. 

მინისტრის მოადგილეს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112“-ის დირექტორმა გიორგი არსოშვილმა მოადგილეებთან ერთად უმასპინძლა.

112-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შს მინისტრის მოადგილემ ცენტრის 4 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.

"112“-ის დღე 2009 წელიდან აღინიშნება. ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს. ეს დღე, მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, საქართველოშიც აღინიშნება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები