პაატა მანჯგალაძე - მართლა არ ვიცი, რა ნამუსით აკრიტიკებენ, მაგალითად, ზარქუა და ვოლსკი

არ არსებობს მსოფლიოში ინსტიტუცია, რომელიც არ გეუბნებოდეს, არ გირჩევდეს, რომ არ მოკლა პრეზიდენტი და ვერ ვხსნი, შენ მაინც ჯიუტად გინდოდეს, ინტერესი გქონდეს ადამიანის მოკვდინების, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

"კიდევ ერთხელ პატივისცემა კუბილიუსს. ადამიანი ეროვნული მოძრაობიდან მოდის, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი იყო, საქართველოს ლობისტი და მხარდამჭერია ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მართლა არ ვიცი, რა ნამუსით აკრიტიკებენ, მაგალითად, ზარქუა და ვოლსკი, რომელიც ცეკას ინსტრუქტორი იყო იმ დროს, როცა კუბილიუსი მოძრაობის ლიდერი იყო. 

სირცხვილია, ერთ მხარეს აიღო ვოლსკი, ზარქუა და მეორე მხარეს კუბილიუსი. გაჩუმდნენ მაინც, როდესაც ასეთ ავტორიტეტებზეა საუბარი.

მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი ხელს უშლის იმას, რომ ევროპული დემოკრატიის სტანდარტი არ არის ოპონენტის მოკვლა და განადგურება. ყირგიზეთშიც კი მიხვდნენ და ყოფილი პრეზიდენტი უცხოეთში სამკურნალოდ გაუშვეს. ჩვენ რა გვჭირს, დასავლეთი და ევროპა რომ უნდა გაგვეკვირვებინა დემოკრატიით, რატომ მიგვყავს სააკაშვილი სიკვდილის პირას. 

არ არსებობს მსოფლიოში ინსტიტუცია, რომელიც არ გეუბნებოდეს, არ გირჩევდეს, რომ არ მოკლა პრეზიდენტი და ვერ ვხსნი, შენ მაინც ჯიუტად გინდოდეს, ინტერესი გქონდეს ადამიანის მოკვდინების. თავისუფლებაში მყოფმა სააკაშვილმა ცხრა წლის განმავლობაში იმდენი რა რეპუტაციული ზიანი მოუტანა "ქართულ ოცნებას“, რასაც ახლა იღებენ სააკაშვილის ავადმყოფობით. ესენი პრაგმატული ხალხი მეგონენ, მაგრამ როგორც ჩანს, არც პრაგმატულები არიან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები