მეუფე ნიკოლოზი - ამ ქვეყანაში მე არ მინდა, რომ მოქმედებდეს ე.წ. ლინჩის წესი, გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული

გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული. აუცილებლად მოკვდება თუ ასე გაგრძელდა, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი ყველა შესვლაზე სულ უფრო სუსტად ხვდება.

"განსაკუთრებით რაც "ვივამედში" გადაიყვანეს, ამ კლინიკაში, ყოველ შესვლაზე მხვდება ნაკლები და ნაკლები ადამიანი. 

განსაკუთრებით ბოლოს, სინოდის სხდომის დღეს რომ ვიყავი შესული, მე ასეთი არ მინახავს ეს ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, იმიტომ, რომ ნებისმიერი დამნაშავე აუცილებლად უნდა გასამართლდეს, ჩემი მოქალაქეობრივი დამოკიდებულება ასეთია და ამ ქვეყანაში მე არ მინდა, რომ მოქმედებდეს ე.წ. ლინჩის წესი. გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული. აუცილებლად მოკვდება თუ ასე გაგრძელდა", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები