მეუფე ნიკოლოზი - მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა, ე.ი. ვერ მოუწამლავს

მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა, ე.ი. ვერ მოუწამლავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა მცხეთაში განუცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას ესწრება.

"დღეს დამირეკეს ამერიკიდან მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა. მთელი ამერიკა არის შეშფოთებული, მეუფე შიო რომ მოწალეს, მართალია თუ არა. მე ვუთხარი, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია-მეთქი, რადგან ეს არის, დიდ ბოდიშს გიხდით, კი არ გადანაშაულებთ, მაგრამ თქვენი გავრცელებული ინფორმაცია, საინფორმაციო საშუალებების მიერ. 

მეუფე შიოს, შეიძლება, მართლაც აქვს სისხლში მომატებული, შეიძლება მეც მაქვს და არ ვიცი, მაგრამ ასეთი ინფორმაციის გავრცელება არ არის შემთხვევითი ამბავი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საქმის აღძვრის მოტივაცია არის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია. თქვენ გამო დაიწყეს გამოძიება. 

მეუფე შიოს შესახებ ინფორმაციის გავრცელება ვის ინტერესში შედის, ბოლოდან არის დასაწყები. ეს ჩემი საქმე არ არის. ხე ნაყოფით იცნობა. ნაყოფი ის არის, რომ მეუფე შიო მშვენივრად გრძნობს თავს და თუ ვინმემ მოწამლა, არ ვარგებულა, ვერ მოუწამლავს ე.ი.“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები