"განახებ რა შემიძლია" - პარლამენტში ვახტანგ მეგრელიშვილს და ვლადიმერ ჩაჩიბაიას შორის დაპირისპირება მოხდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რის გამოც, სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

დაპირისპირების მიზეზი გახდა თავდაცვის კოდექსი, რომელზეც საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს „გირჩის“ წარმომადგენლებმა.  მათი თქმით, ამ ადამიანებს სახელმწიფო მონებად აქცევს, როდესაც სამხედრო სამსახურის გავლის ნაცვლად, მუშაობა ყარაულად, დარაჯად უწევთ.

„გირჩის“ წარმომადგენლების განცხადება დაგმო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ. სარჯველაძემ „გირჩის“ წარმომადგენლებს მოუწოდა, ამ ადამიანების მიმართ ნუ იყენებენ სიტყვა „მონას“.

ამასთან, „მონის“ ხსენება გააპროტესტა პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმაც, რის შემდეგაც სხდომაზე იყო ხმაური, სიტყვიერი დაპირისპირება და ამის გამო, შესვენება გამოცხადდა. შესვენების დროს კი, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ვახტანგ მეგრელიშვილი და უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ჩაჩიბაია. მათ შორის იყო ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა.

ამ დროისთვის სხდომა განახლდა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები