შალვა ხაჭაპურიძე - პოლონელი ექსპერტები უახლოეს დღეებში ბატონ სააკაშვილს საექსპერტო კვლევას ჩაუტარებენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში საქართველოში პოლონელი ექსპერტები ჩამოვლენ, რომლებიც მესამე პრეზიდენტს საექსპერტო კვლევას ჩაუტარებენ. 

"პოლონელი ექსპერტები უახლოეს დღეებში ეწვევიან საქართველოს. ისინი ჩაუტარებენ ბატონ სააკაშვილს საექსპერტო კვლევას. 

მოგეხსნებათ, 27-მა სახელმწიფომ მიმართა დემარშით იუსტიციის სამინისტროს და აი, აქედან გამომდინარე პოლონელებმა მიიღეს გადაწყვეტილება. როგორც ჩვენს გვაქვს ინფორმაცია, ეს შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან. 

ჩვენ არ ვეთანხმებით იმ პოზიციას, რაც განჩინებებშია ასახული და სამხარაულის დასკვნას, რომელიც წარმოადგინა პენიტენციურმა სამსახურმა. ისინი არ ეთანხმებიან ჩვენს დასკვნას. ამიტომ, ეს არ იქნება არც ერთი მხარე, არც მეორე მხარე, ჩამოვლენ ექსპერტები და გააკეთებენ დასკვნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქტიურად გარდამტეხი იქნება სააკაშვილის საქმეში და მივესალმები, ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები