შალვა ხაჭაპურიძე - კანონით და ზნეობით ასეა და თქვენ როგორც გინდათ ისე მოიქეცით, აიღეთ კი ბატონო თქვენს თავზე და მათ მაგივრად თქვენ შეუშვირეთ თავი!

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ამერიკის მიერ სანქციების დადების ფაქტის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება (საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე).  ხსენებულ მოსამართლეებს დროებით უნდა შეუჩერდეთ იმუნიტეტი და უფლებამოსილება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე წერს.

"გამოძიებამ უნდა ამოიღოს მათი ტელეფონების ბოლო წლების შემავალი და გამომავალი ზარები, ანძების მდებარეობა. გამოთხოვილ იქნეს ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან მათი ქონებებისა და ბიზნესების შესახებ. ასევე მოპოვებულ იქნეს ინფორმაციები მათი ხელფასებისა და შემოსავალ გასავლების შესახებ. გაგზავნილ იქნეს მოთხოვნები სხვა სახელმწიფოებში ხომ არ ირიცხება მათ სახელზე რაიმე ქონებები და ჩატარდეს სხვა საგამოძიებო მოქმედებები, კავშირების, გავლენების და სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების შესწავლის მიზნით. 

თუ გამოძიება დაადგენს მათ დანაშაულს, უნდა მიეცენ პასუხისგებაში ხოლო თუ გამოძიება ვერ დაადგენს დანაშაულის ნიშნებს, შეწყდეს საქმის წარმოება და ეს მოსამართლეები დაუბრუნდნენ თავიანთ სამსახურებს. მხოლოდ  გამოძიების შედეგებიდან გამომდინარე უნდა მიემართოს სანქციების დამდებ სახელმწიფოს:

1. მადლობა, რომ დაგვეხმარეთ და კორუფციონერები გამოავლინეთ

2.  ან პირიქით, ეს მოსამართლეები უდანაშაულოები არიან და გთხოვთ გაატაროთ სათანადო ზომები. (თუ გაქვთ დამატებით რაიმე მტკიცებულება, გთხოვთ მოგვაწოდოთ) 

ასეა კანონით და არა ისე, რომ მოთქვამენ, არ არიან ეს ხალხი კორუფციონერები და თქვენ ხართ ჩვენი მტრებიო!!!  ჩვენი ხელისუფალის ქმედება რას ჰგავს იცით? კაცს, რომ ცოლი ღალატობს და მეგობარი ეტყვის, ასედა ასე ხდება შენს თავსო, ის კაცი კიდევ ცოლის ერთგულების შესწავლას კი არ გადაამოწმებს, არამედ მეგობარს მოდებს შარს, ეს რა მაკადრეო!

ხელისუფლების ასეთი რეაქცია, კიდევ უფრო ზრდის ეჭვს ამ მოსამართლეების კორუფციულობის შესახებ.

კანონით და ზნეობით ასეა და თქვენ როგორც გინდათ ისე მოიქეცით, აიღეთ კი ბატონო თქვენს თავზე და მათ მაგივრად თქვენ შეუშვირეთ თავი! ბოლოს მაინც ყველაფერს პოლიტიკური ფასი აქვს.

და კიდევ, მოქალაქემ რა ქნას, ვისაც საქმე სასამართლოში აქვს და ეს და მათი მხარდამჭერი მოსამართლეები იხილავენ მის საქმეს,  ან  და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ადვოკატებმა რა ვქნათ, ვის დავუჯეროთ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, მურუსიძეს თუ ქართველ პოლიტიკოსებს?!  დავუყენოთ აცილება ასეთ მოსამართლეებს თუ არა? ვაიდა მართლაც არიან კორუფციონერები, ჩვენ კლიენტებს დავაკარგვინოთ ქონებები და მრავალი წლით უკანონო განაჩენით ციხეში გავუშვათ? თან არ დაგავიწყდეთ ეს მოსამართლეები სისტემის ხელმძღვანელები არიან, ოფიციალურ თანამდებობებზე! 
ხალხს რა ვუთხრათ ხალხს, ვინაა შენი საქმის მოსამართლეთქო?! ან იქნებ ეს მოსამართლეები არიან მართლები და ასეთი მძიმე ტვირთით, როგორ უნდა იცხოვრონ მათ და მათი ოჯახის წევრებმა?! გიფიქრიათ ამაზე?!", - წერს ხაჭაპურიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshalva.khachapuridze.3%2Fposts%2Fpfbid0S6TvWzZtjTbPscq7F458cKE453E7GNRftGjLBmjuk7VXkSvx5CmxkZhEqYjaeLwfl&show_text=true&width=500" width="500" height="304" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>