ნინო ლომჯარია - ასპარეზზე ჩემ წინააღმდეგ "დამრტყმელი ძალა“ გამოიყვანეს, ოღონდ, როგორც ყველაფერი რუსული, მათი პროპაგანდაც უხარისხო და კომიკურად უბადრუკია

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია "ხალხის ძალის" ბრალდებებს ეხმაურება.

"როგორც ჩანს, ჩემი აქტიურობა რუსული კანონის წინააღმდეგ ძალიან გაეჩხირათ ყელში და ასპარეზზე ჩემ წინააღმდეგ "დამრტყმელი ძალა“ გამოიყვანეს. ოღონდ, როგორც ყველაფერი რუსული, მათი პროპაგანდაც უხარისხო, მოკლევადიანი და კომიკურად უბადრუკია. 

მოკლედ, პრორუსული პარტიის "ბატონი ექსპერტი" თავს დებს, რომ 20 ივნისის დარბევაზე ბრძანება გახარიას მე, ანუ სახალხო დამცველმა მივეცი. თან იმ დროსო, როდესაც საბრალო მაშინდელი ჩვენი პრემიერ-მინისტრი პირდაპირ ეთერში ძალის არ გამოყენებაზე იძლეოდა დაპირებასო... 
კარგია, კარგი, მომწონს, ასე თუ დაკარგეთ წონასწორობა, ესე იგი ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ასე გავაგრძელებთ.

პ.ს. დარბევა რომ დაიწყო, პირდაპირ ეთერში ვიყავი, უამრავი ტელევიზია მწერდა (ეგ მაინც გადაამოწმეთ 5-წუთიანი ეფექტი მაინც რომ ჰქონდეს თქვენ ნათქვამს). 

ჰოდა,#არარუსულკანონს  #notorussianlaw  არა საქართველოს პუტინიზაციას, ძალიან არაკვალიფიციური ხართ იმისთვის, რომ გაგვაჩეროთ", - წერს ლომჯარია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fnino.lomjaria.1%2Fposts%2Fpfbid02TrSraFAbmy9D6fqZ1wrg8tiq1h24mcESpiusWfvsC5ARfSQBrwJkt2jGZ1FASp3wl&show_text=true&width=500" width="500" height="642" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>