ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მთვარობის მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის ვიზიტებზე უარის თქმას ეხმაურება.
"ყველას არ გვჭირდება მთავრობის ნებართვა ევროპაში რომ ჩავიდეთ და სტატუსის მხარდაჭერა მოვითხოვოთ. პრეზიდენტს დაბლოკავთ - უფრო მეტი ხალხი ჩავალთ, არაუშავს და სხვა რამეებსაც გავაკეთებთ, მალე.
პრეზიდენტიც უნდა წავიდეს, ჩემი აზრით, მიუხედავად უარის მიღებისა", - წერს ლომჯარია.