ზელენსკის განკარგულებით, 120 ფიზიკურ და 278 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას 120 ფიზიკური და 287 იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. 

სიაში შესულ ფიზიკურ პირთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, ასევე არიან კვიპროსის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების მოქალაქეები.

რაც შეეხება ე.წ. შავ სიაში შეყვანილ კომპანიებს, ესენია რუსული ბუკმეიკერული კომპანიები, ლატარიების ორგანიზატორები, იპოდრომები, საინვესტიციო და გასართობი კომპანიები, მათ შორის უკრაინაში მოქმედი დაწესებულებებიც.

სანქციების მოქმედების ვადა 50 წელია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა, აცნობოს ევროკავშირის, აშშ-ისა და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს სანქციების დაწესების შესახებ და დააყენოს მათთან ანალოგიური ზომების ამოქმედების საკითხი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები