ემილ ავდალიანი - საქართველოს მიზანი ისევ ევროკავშირსა და სხვა დასავლურ ინსტიტუციებში გაწევრიანება რჩება

რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საგარეო პოლიტიკურ თემებზე Front news - საქართველოს, "ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორი ემილ ავდალიანი ესაუბრა:

- ჩვენს რეგიონში უამრავი საინტერესო გეოპოლიტიკური ძვრა მიმდინარეობს. ამ პირველ კითხვაში მინდა შევეხოთ დასავლეთის საგარეო პოლიტიკურ პოზიციაზე სამხრეთ კავკასიაში. ამასთან დაკავშირებით, რა ძირითადი მიმართულებების გამოყოფა შეგიძლიათ?

- დღეს საქართველოს გარშემო არსებული კრიზისები თუ საომარი მოქმედებები უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. რთულია ამ მოსაზრებას არ დავეთანხმოთ, თუმცა ეს ქაოტური ვითარება რეგიონში საქართველოს გეოპოლიტიკური როლის გაზრდას უწყობს ხელს და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის დასავლურ ინსტიტუტებთან მეტად დაახლოების საწინდარი ხდება.

დავიწყოთ კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკით შავი ზღვის რეგიონისადმი. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ნატო და ევროკავშირი შავი ზღვის ფართო რეგიონში უფრო აქტიური როლისთვის ემზადებიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოლდოვა, უკრაინა და საქართველო უახლოეს მომავალში აუცილებლად გაწევრიანდებიან ნატოსა და ევროკავშირში, თუმცა დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ დასავლეთის სამხედრო-ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად მოიმატებს. ამ დროისთვის დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები და ევროკავშირის პერსპექტივის/კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოლდოვისთვის, უკრაინასთვის და საქართველოსთვის ცალსახად მიუთითებს ერთ რამეზე: დასავლეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ახალი ფაზა დაიწყო, სადაც შავის ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასია ცენტრალურ ადგილს დაიკავებენ. 

დღეს საქართველოს უფრო დიდი როლი უკავია შავი ზღვის რეგიონში, ვიდრე ეს 2022 წლამდე იყო. მიზეზი მარტივია: კოლექტიურ დასავლეთს ესაჭიროება კასპიის რეგიონთან, ცენტრალურ აზიასთან და ჩინეთთან პირდაპირი სახმელეთო კავშირი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით. ამისთვის კი საქართველო პრაქტიკულად ერთადერთ დერეფანს წარმოადგენს. საქართველო 2022 წლამდეც მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო, მაგრამ ცვალებადი სავაჭრო-ტრანზიტული გზების ფონზე მისი როლი საგრძნობლად იმატებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ასეთ კომფორტულ ტრანზიტულ პოზიციაში თავის ისტორიაში არასდროს ყოფილა. არც 1990-იან წლებში, არც XIX საუკუნეში, როდესაც ბაქოდან საქართველოთი ნავთობის გატანა დაიწყო და არც საქართველოს ისტორიის ოქროს ხანაში, როდესაც XIII საუკუნის დასაწყისში თამარ მეფის დროს ქართული სამეფო რეგიონის მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს აკონტროლებდა.

- კიდევ ერთი საინტერესო მიმართულებაა საქართველოს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, სადაც აზერბაიჯანსა და ირანს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა. ბატონო ემილ, როგორ შეაფასებდით ამ ორ ქვეყანას შორის არსებული წინააღმდეგობების სიმძაფრეს?

- მეორე მთიანი ყარაბაღის ომში გამარჯვებული აზერბაიჯანი რთული რეალობის წინაშე აღმოჩნდა. მისმა ელვისებურმა სამხედრო წარმატებამ და შემდგომში დასუსტებულ სომხეთზე ზეწოლა დიდ უკმაყოფილებას იწვევს ირანში. ბაქო და თეირანი გრძელვადიან და რაც მთავარია, ბევრად უფრო დიდი მასშტაბების მეტოქეობაში შეაბიჯეს. თუ 1990-იანი წლებიდან აზერბაიჯანისთვის საფრთხე მხოლოდ სომხეთიდან მომდინარეობდა, ამიერიდან ბაქოს ორიენტირი როგორც დასავლეთ, ასევე სამხრეთ მიმართულებებზეა გადაჭიმული.

უდავოა, რომ აზერბაიჯანი და ირანი შეეცდებიან ორმხრივ ურთიერთობებში პრაგმატიზმის შენარჩუნებას, მაგრამ დროთა განმავლობაში, ამის გაკეთება სულ უფრო მეტად გაძნელდება. ისლამური რესპუბლიკის გადმოსახედიდან, მის ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ ერთგვარი თურქულენოვანი რკალი იკვრება და მის სრულად ჩამოყალიბებისთვის ერთადერთ რგოლად სომხეთის სიუნიკის პროვინცია რჩება. 

2022 წელს ირანის მიერ კაპანში (სიუნიკის მნიშვნელოვანი ქალაქი) საკონსულოს გახსნა პირდაპირი ნიშანი იყო იმისა, რომ თეირანი შეეწინააღმდეგება საზღვრების ცვლილებებს სამხრეთ კავკასიაში და სომხეთზე აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიიდან ნახიჩევანამდე ე. წ. „ზანგეზურის დერეფნის“ გატარებას. ამას უნდა დაემატოს აწ უკვე ყოველწლიური ხასიათის ირანის სამხედრო წვრთნები აზერბაიჯანის საზღვართან, ხოლო სომხეთთან კი მეტად გაძლიერებული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ირანის მიერ სამხრეთ კავკასიაში გადადგმული ნაბიჯები განსაკუთრებულ მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს. 2020 წლამდე თეირანი თუ არა პასიურ, ყოველ შემთხვევაში არც თუ ისე მოწინავე როლს ასრულებდა რეგიონის გეოპოლიტიკურ ვითარებაში. ამის ახსნა შეიძლება იმითაც, რომ ისლამური რესპუბლიკისთვის სამხრეთ კავკასია არ წარმოადგენდა განსაკუთრებით მნიშვნელოვან რეგიონს, როგორც მაგალითად ერაყი-ლიბანი-სირიის მიმართულება, სპარსეთის ყურე ან თუნდაც იემენი. თუმცა მეორე მთიანი ყარაბაღის ომის შედეგები თეირანს აიძულებს შეცვალოს თავისი დამოკიდებულება და მეტად აქტიური გახდეს სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი აზერბაიჯან-სომხეთის მიმართულებაზე.

- ახლა კი ჩრდილოეთით გადავინაცვლოთ. საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში რა პრობლემებია ეს კარგად არის ცნობილი, მაგრამ აქ მინდოდა მეკითხა როგორ გესახებათ რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში? როგორ ევოლუციას განიცდის ის უკანასკნელი წლების განმავლობაში? 

- 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენის შენარჩუნებას ფართო ევრაზიულ ჭრილში განიხილავს – დარჩეს მთავარი ძალა იმ გეოგრაფიულ სივრცეში, რომელიც ერთ დროს საბჭოთა კავშირს წარმოადგენდა. კოლექტიურ დასავლეთთან მეტოქეობა, დიდი ძალის სტატუსის შენარჩუნების/აღდგენის სურვილი და რაც მთავარია, მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგისკენ სწრაფვა, ეს არის ის საგარეო პოლიტიკური ელემენტები, რომელიც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სტრატეგიულ ამბიციებს აყალიბებს.

თუმცა მოსაზრება, რომ რუსეთის პოზიციები სამხრეთ კავკასიაში ურყევია და რომ რეგიონი ისევ მოსკოვის ექსკლუზიური გავლენის ქვეშაა, გადახედვას საჭიროებს. მიდგომა უფრო ნიუანსური უნდა იყოს. საჭიროა რეგიონის უფრო გლობალურ ჭრილში განხილვა, რათა დავინახოთ როგორ ევოლუციას განიცდის მოსკოვის გავლენა და რა პერსპექტივები აქვს იმ გეოპოლიტიკურ წესრიგს, რომლის აშენებასაც კრემლი ცდილობს.

რუსეთის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ევოლუციას განიცდის და ხშირად ახალ რეალობასთან მისადაგება მეტად ურთულდება. თუ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სამხრეთ კავკასია, ძირითადად, რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების კონტექტში განიხილებოდა, დღეს, ვითარება ბევრად უფრო კომპლექსურია. რეგიონში ერთდროულად რამდენიმე ძალა არის ჩართული. აშშ, თურქეთი, ირანი, ჩინეთი, ევროკავშირი და რუსეთი – ეს ძალები გასხვავდებიან სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალით, მაგრამ 1990-იან წლებთან შედარებით ყველა მოთამაშე ბევრად აქტიურად არის ჩართული რეგიონის პროცესებში. სამხრეთ კავკასია უფრო „გლობალური“ გახდა, იქნება ეს ეკონომიკური კავშირებით, ინფრასტრუქტურით თუ აზერბაიჯანის, საქართველოს და სომხეთის სამხედრო თანამშრომლობით სხვადასხვა გლობალურ მოთამაშესთან.

ამრიგად, დღეს, სამხრეთ კავკასია რუსეთ-დასავლეთის ორთაბრძოლის პარადიგმას გაცდა და უფრო გლობალური დაპირისპირების სივრცედ ჩამოყალიბდა. ეს პირდაპირ ურტყავს რუსეთის ისტორიულ ამბიციებს. რუსეთი ამ რეგიონს, იქნება ეს რომანოვების თუ მოგვიანებით ბოლშევიკების დროს, ექსკლუზიურად მართავდა. დღეს მას ამ ექსკლუზიურობაზე უარის თქმა უწევს.

- საქართველოს გარშემო არსებული ზემოთნახსენები გეოპოლიტიკური რეალიებიდან გამომდინარე, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს? თქვენი შეფასებით, როგორ ხედავთ ე. წ. „აგენტების კანონს“, მის მიღებას და შემდეგ უკვე საბოლოოდ გაწვევას? თბილისში მომხდარმა ამბებმა ასევე ნათლად აჩვენა ახალგაზრდების ჩართულობის მაღალი დონე.

- დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ვფიქრობ, პოზიტიურია ის, რომ დაძაბულობა, რომელიც ამ საკითხის გარშემო ქართულ საზოგადოებაში არსებობდა თითქმის სრულად მოიხსნა. უდავოა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყოლოდა საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით კი ისეთ სენსიტიურ მომენტში, როდესაც ოფიციალური თბილისი ბრიუსელისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელის.

საქართველოსთვის ეს ასევე გეოპოლიტიკურად სენსიტიური პერიოდია, რადგან რუსეთსა და კოლექტიურ დასავლეთს შორის ბრძოლა შავი ზღვის რეგიონის დიდი ნაწილისთვის მიმდინარეობს. შესაბამისად, საქართველო-დასავლეთს შორის ურთიერთობების გაფუჭება, ასე ვთქვათ, გამოადგებოდა მოსკოვს.

ამრიგად, აღნიშნულ კანონს ცალსახად გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნდა. რა თქმა უნდა, ამ კანონის არმიღება ყველა არსებულ პრობლემას ვერ მოაგვარებს. ჩვენ არ უნდა ველოდოთ, რომ უმოკლეს დროში საქართველო ევროკავშირის ან ნატოს წევრები გახდება. თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ ქვეყნის და მოსახლეობის დიდი ნაწილის საგარეო პოლიტიკური პრეფერენციები დასავლეთის მიმართულებითაა გადახრილი. 

საქართველოს შეუძლია აქტიური საგარეო პოლიტიკა აწარმოოს მრავალ მიმართულებაზე (პირველ რიგში, თავისი გეოგრაფიიდან გამომდინარე), თუმცა მისი ფოკუსი ისევ ევროკავშირსა და სხვა დასავლურ ინსტიტუციებში გაწევრიანება რჩება.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები