სასტუმრო "რადისონში" "ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორის ემილ ავდალიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

15 ივნისს სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში“ „ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორის ემილ ავდალიანის წიგნის „China, Russia and New Eurasian Order” („ჩინეთი, რუსეთი და ახალი ევრაზიული მოწყობა“) პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი დიდ ბრიტანეთში, გამომცემლობა Routledge-ის მიერ დაიბეჭდა და ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

წიგნის პრეზენტაციას სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები საქართველოში, მკვლევრები, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

შეხვედრა "ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორმა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელმა თათია დოლიძემ გახსნა, რის შემდეგაც პროფესორმა ემილ ავდალიანმა წიგნის შინაარსობრივ მხარეზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

წიგნში "ჩინეთი, რუსეთი და ახალი ევრაზიული მოწყობა“ სიღრმისეულად განხილულია რუსეთისა და ჩინეთის ევრაზიული ხედვა, აშშ-ს და ჩინეთს შორის არსებული მზარდი კონკურენცია, რუსეთ-ჩინეთის დაახლოება და ცვალებადი გლობალური წესრიგი. ნაშრომში ავტორი დეტალურად აღწერს ჩინეთის სამხედრო და ეკონომიკურ აღზევებას, მის ურთიერთობებს  და შორს მიმავალ გეგმებს რუსეთთან მიმართებაში.

წიგნი საინტერესოა როგორც საერთაშორისო ურთიერთობებზე, კერძოდ, რუსეთსა და ჩინეთზე მომუშავე მკვლევრებისთვის, ასევე მათთვის, ვინც შეისწავლის სამხრეთ კავკასიას, როგორც რეგიონს, რომელზეც ახალი მსოფლიო წესრიგი დიდ გავლენას ახდენს.

აღნიშნული ნაშრომი მნიშვნელოვანია მსოფლიოსთან საქართველოს სამეცნიერო კავშირების გასამტკიცებლადაც, რადგან Routledge უზრუნველყოფს ნაშრომების მსოფლიო სამეცნიერო ბაზებსა და ბიბლიოთეკებში განთავსებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათზე ხელმისაწვდომობას.

წიგნის შეძენა შესაძლებელია ამაზონზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები