"ვისაც არათუ დაგიწერიათ სიტყვა მოღალატე და ჩემი ქმრის სახელი ერთად, არამედ თუნდაც გიფიქრიათ, გთხოვთ, დატოვოთ ჩემი friend-ების სია და ასევე ნაცნობის სტატუსი"

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი თამარა წულეისკირი სოციალური ქსელის მომხმარებლებს მოუწოდებს, დატოვონ მისი ფეისბუკ-მეგობრებისა და რეალური ნაცნობების სია, თუ ისინი ფიქრობენ, რომ მისი ქმარი ქვეყნის მოღალატეა.

“ჩემი “friend”-ების საყურადღებოდ (ამ სიტყვას გამიზნულად ვიყენებ, რადგან მისი უშუალო ქართული თარგმანი შინაარსობრივად ჩემთვის სრულიად სხვა დატვირთვის მატარებელია)!
ჩემი ქმარი – ლევან კობიაშვილი!

როცა რაღაცას არ ვეთანხმებით შეგვიძლია უმწარესად ვიკამათოთ, გავბრაზდეთ, შევიგინოთ კიდეც გამწარებულზე, გავაპროტესტოთ, გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი, შევაფასოთ როგორც გვინდა კონკრეტული საქციელი, გავიდეთ მიტინგზე, მოვითხოვოთ რაც გვინდა და სხვა.

ჩემთვის ყველაფერი მისაღები და მეტიც, მისასალმებელია! ყველაფერი! გარდა ერთისა – ყველამ, ვისაც არათუ დაგიწერიათ სიტყვა მოღალატე და ჩემი ქმრის სახელი ერთად, არამედ თუნდაც გიფიქრიათ ამ ორი სიტყვის შესახებ ერთ კონტექსტში, უმორჩილესად გთხოვთ, თავად, უკანმოუხედავად დატოვოთ ჩემი friend-ების სია სოც ქსელებში და ასევე ნაცნობის სტატუსი ფიზიკურ ფორმატში.

მსგავს თანადედამიწელებთან არათუ ევროპაზე, საერთოდ არაფერზე არაფერი მაქვს სასაუბრო. უბრალოდ აზრი არ აქვს”, – წერს წულეისკირი.

თამარა წულეისკირის ქმარმა, დეპუტატმა ლევან კობიაშვილმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

უახლესი ამბები